1. პროექტის სახელწოდება: სპორტი და სილამაზე
2.პროექტის მთავარი იდეა: ჯანმრთელი და ლამაზი მომავალი თაობის აღზრდა.
3. პროექტის აქტუალობა: ქარელის პირველი საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა სპორტულ - გამაჯანსაღებელ მუშაობას, მით უფრო, რომ სასწავლო ეროვნული გეგმით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დისციპლინად ითვლება. სკოლაში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, ამაზე მეტყველებს მოსწავლეთა მიერ სასკოლო, სარაიონო და რეგიონალური ღონისძიებების დროს მოპოვებული ჟილდოები, თასაბი, სიგელები და სხვა ფასიანი საჩუქრები. ჩვენი სკოლა წლების მანძილზე თანამშრომლობს არა სამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის "ქეასთან".
აგვისტოს თვეში "ქეას" ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გადაწყდა ახალი პროექტის შექმნა, რომელსაც პირობითად "სპორტი და სილამაზე" ეწოდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად არასამთავრობო ორგანიზაციამ "ქეამ" სკოლას გამოუყო შვიდი ათასი ლარი, ხოლო ათი პროცენტით დააფინანსა სკოლის დირექციამ. გადაწყდა სკოლაში შექმნილიყო სატრენაჟორო კომპლექსი.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მითუმეტეს, რომ დღეს ძალზე ხშირია მოზარდთა ოსტეოქონდროზით და სხვა დეფექტებით დაავადება. ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა გაჯანსაღებას და ძვალ-სახსროვანი დაავადებების თავიდან აცილებას. პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, სკოლის მოსწავლეთა მომსახურება უფასო იქნება.
5. მოსწავლეთა ასაკი: VII -- XII კლასები.
6. პროექტის ხანგრძლივობა, ვადები: პროექტმა სულ მოკლე დროში (სამ თვეში) არნახული შედეგი გამოიღო. თვალსა და გულს ახარებს გემოვნებით მოწყობილი სატრენაჟორო ოთახები, საშხაპე, გოგონების და ვაჟების გასახდელები,სამედიცინო ოთახი, დასასვენებელი კუთხე, და თანამედროვე ტიპის ტრენაჟორები.
7. მოსალოდნელი შედეგები: პროექტი საშვალებას იძლევა მოსწავლეების ინდივიდუალურად, ექიმიư1; დანიშნულებით მკურნალობას, ასევე ჯანმრთელი ბავშვების განწყობისა და ჯანსაღი სულის ჩამოყალიბებას.
სავარაუდოა რომ, მომავალში პროექტი გახდეს სკოლის მატე;რიალური ბაზის ამაღლების ერთ -- ერთი საშუალება, თუ იმუშავებს ფასიანი ჯგუფები დღის გარკვეულ მონაკვეთში სკოლის გარეშე მოსახლეობისათვის.
8. პროექტისათვის ძირითადი საჭირო რესურსები: პედაგოგთა და მოსწავლეთა ჯგუფი. ვიდეო კამერა, ციფრული აპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
9.. პროექტის მსვლელობა: მთელი სამი თვის მანძილზე პროექტის განსახორციელებლად მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა. არა სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სისტემატურად ადევნებდნენ თვალს სამუშაოებების მიმდინარეობას. მათი დიდი დახმარებით, სკოლის დირექტორის და ჩემი დაუღალავი შრომით, შესაძლებელი გახდა, ქარელის პირველ საჯარო სკოლას დღეს ჰქონდეს მაღალ დონეზე მოწყობილი სატრენაჟორო კომპლექსი., რომელიც მოსწავლეთა ფიზიკური ჯანმრთელობისა და სილამაზის უტყუარი გარანტი გახდება მომავალში.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში: პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სკოლაში საგანთა შორის კავშირს, განსაკუთრებით კი ბიოლოგიის სწავლების თვალსაზრისით. ყოველივე ამის შემდეგ მოსალოდნელია მოსწავლეთა როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება , ასევე აკადემიური წარმატების ამაღლება.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) სპორტის მასწავლებელი ზურაბ ჯუშოშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: fizorgifizorgi@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი: fizorgifizorgi.blogspot.com
fizorgifizorgi1.blogspot.com
http://fizorgifizorgi2.blogspot.com/
http://fizorgifizorgi3.blogspot.com/
No comments:
Post a Comment