ავტორი: ზურაბ ჯუშოშვილი
სკოლის სახელწოდება: ქარელის N 1 საჯარო სკოლა
კლასი: მეთერთმეტე კლასი
ნომინაციის დასახელება: მასწავლებლისა მოსწავლის ურთიერთობა
აქტივობის თემის სათაური: უსაფრთხოება და მოძრაობის წესები
2011 წლის ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში შემოვიდა ახალი საგანი, უსაფრთხოება და მოძრაობის წესები. სპორტის მასწავლებლებს ვისაც მართვის მოწმობა გქვონდა, განათლების სამინისტროს და შინაგან სამინისტროს ინიციატივით გავიარეთ ტრენინგები, შემდეგ ჩავაბარეთ გამოცდები და მოვიპოვეთ უფლება რომ ეს ახალი საგანი ვასწავლოთ სკოლებში. შევიმუშავე სასწავლო გეგმა თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინტერნეტის საშვალებით მოვიძიე ყველა ის საჭირო მასალა რომელიც გამომადგებოდა ამ საგნის სწავლებისთვის.პოვერპოინტში გავაკთე ყველა საჭირო მასალა გაკვეთილებისთვის. გავაკეთე სლაიდები . რომელსაც პროექტორის საშვალებით ვხსნი და ვაჩვენებ ეკრანზე.
1. მაფრთხილებელი ნიშნები
2. მიმთითებელი ნიშნები
3. პრიორიტეტის ნიშნები
4. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
5. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
6. სერვისის ნიშნები
7. ამკრძალავი ნიშნები
მაქვს აგრეთვე შედგენილი ტესტები, რისი საშვალებითაც შეუძლია მოსწავლეს ნახოს ტესტი და პასუხის გაცემის შემდგომ ვნახო სწორეა თუ არა მისი გაცემული პასუხი.
ბავშვებმა ასეთი ტექნოლოგიებით ადვილად შეისწავლეს საგზაო ნიშნები.
ამის შემდგომ გადავდივართ ტესტებზე. პროექტორის საშვალებით ვასწავლი ტესტებს რომლებიც უნდა ჩააბარონ გამოცდის სახით და მიიღონ მართვის მოწმობა.
ყოველი 100 ტესტის შესწავლის შემდგომ, კლასში ვატარებ გამოცდას.
ვიღებ ოცდაათ ტესტს . საიდანაც 27 პასუხი უნდა იყოს სწორი.
აგრეთვე ვსწავლობთ პირველადი სამედიცინო დახმარების ტესტებს და შემდეგ, ვაკეთებთ პრაქტიკულად.
სულ სასწავლი გვაქვს 1026 ტესტი. ამ ტესტებიდან ის 30 ტესტი რომელიც მოსწავლეს ამოუვა გამოცდების დროს არავინ იცის, ამიტომ სასურველია მოსწავლემ იცოდეს ყველა ის ტესტი რომლის ჩაბარებაც მას მოუწევს გამოცდებზე.
შეშურდება თქვენნაირი კადრი ნებისმიერ სკოლას!!!
ReplyDelete