Sunday, March 13, 2011

ჩვენ გვიყვარს სპორტი–სპორტი ძალიან მაგარია

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: სპორტში პირველ საჯარო სკოლას აქვს ბევრი წარმატებები: ტარდება შიდა სასკოლო  შეჯიბრებები. არის მრავალ გზის,როგორც რაიონის ასევე რეგიონის ჩემპინი და პრიზიორი. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი. არ გვაქვს გარე სპორტული მოედნები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ჩემი სკოლის მოსწავლეთა სპორტული შედეგები უფრო გაუმჯობესდება.ჩავატარებ ტურნირებს ადგილობრივ სკოლებს შორის,რეგიონებს და ქალაქის სკოლებს სორის, რაც ითვალისწინებს სხვა სკოლების მოსწავლეების გაცნობას და ურთიერთ მეგობრობას. სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა და პედაგოგთა ორიენტირება ფიზიკურ აღზრდაზე, მთელი პედაგოგიური კოლექტივის მონაწილეობა გასართობი და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში. ეროვნულ–კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, ტრადიციული სახეობების(ხალხური სპორტული და გასართობი თამაშები, ქართული ჭიდაობა, ეროვნული საბრძოლო ხელოვნების ცალკეული ელემენტები და სხვა). საგანმანათლებლო სფეროში სპორტული მოძრაობის საწყისი რგოლის–სპორტული სექციების და კლუბების საქმიანობის გაფართოება და გააქტიურება.


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეთა ჯგუფი, ვიდეო კამერა, ფოტო აპარატი, კომპიუტერი,პროექტორი, და სხვა.



9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეთა იმ ჯგუფის შეკრება, რომლებიც ჩემთან ერთად ამ პროექტზე იმუშავბს. პროექტის გაცნობა, სათაურის შერჩევა, მოსწავლეთა მოსაზრების მოსმენა პროექტის ირგვლივ. მოსწავლეების მიერ ხდება, სკოლის ეზოს დათვალიერება, სადაც შეიძლება გაკეთდეს ღია სპორტული მოედანი. მოსწავლეების მიერ ხდება როგორც მასწავლებელთა ასევე მშობელთა გამოკითხვა.ასევე ხვდებიან და იზიარებენ საზოგადოების აზრს. ასევე ჰქონდათ შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და სასპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. და ბოლოს ხდება პროექტის პრეზენტაცია.




10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკური აღრდა აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისა, რაც დაწყებითი და საბაზო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს.ამ ეტაპზე მოსწავლეებს უნდა მივცეთ საშუალება გამოავლინონ დამოუკიდებელი მიდგომა ვარჯიშისადმი.უპირატესობა უნდა მიენიჭოს ვარჯიშების ჯგუფურ სახეებს.სწორედ აქ გვადგება თვით კონტროლის განვითარების პრინციპი. ყოველ მოსწავლეს უნდა შეეძლოს კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები. ეს თავიდან აგვაცილებს ჯგუფების ფორმირებისას კონფლიქტურ სიტუაციებს. მოსწავლეებს აქვთ საკუთარი და სხვების უსაფრთხოების დაცვისა და კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსვლის უნარი.პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მეტი საშუალება მიეცემათ მოსწავლეებს საგნობრივ აქტივობებში ჩაბმისა
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): სპორტის მასწავლებელი ზურაბ ჯუშოშვილი. 

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fizorgifizorgi@gmail.com.


13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:fizorgifizorgi.blogspot.com.
                                            fizorgifizorgi1.blogspot.com
                                            
                                                                  


კვლავ   წარმატება: ქალაქი  გორი  23  მაისი  2011 წელი.  რეგიონალური  ტურნირი  ჭადრაკში.

ქარელის  პირველმა  საჯარო  სკოლამ  დაიკავა  მეორე  საპრიზო  ადგილი.  ვუსურვოთ  წარმატებები.

27  მაისი  ქალაქი   თბილისი,  ბორის  პაიჭაძის   სახელობის  დინამოს  სტადიონი.



ქარელის  პირველი  საჯარო  სკოლის  მოსწავლეებმა , რესპუბლიკურ  პირველობაზე  მძლეოსნობაში,  აქტიური  +15;ონაწილეობა  მიიღეს.


21 ივნისი   ქალაქი   გორი.  რეგიონალური   პირველობა   ხელბურთში.

ქარელის  პირველმა  საჯარო  სკოლამ  ამ  ტურნირში,  ვაჟებში  დაიკავა  მესამე  ადგილი.
გოგონებში  მეორე  ადგილი.


23 ივნისი   ქალაქი  გორი,  რეგიონალური  პირველობა  კალათბურთში.


ამ  ტურნირში,  ქარელის  პირველმა  საჯარო   სკოლამ,  მესამე   საპრიზო  ადგილი  დაიკავა.

ქარელის  პირველ  საჯარო  სკოლას,  საქართველოს  ჩემპიონი  ჰყავს  ჭადრაკში.  გიორგი თავზარაშვილი.  პირველი  მაისი  2013 წელი.
ქარელის  პირველ  საჯარო  სკოლაში, 2013 წლის 26 აპრილს, ჩატარდა  მხიარული  სტარტები,  მეხუთე  კლასებს  შორის,  ღონისძიება  მიეძღვნა  განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  ბავშვებს.








კვლავ  ახალი  წარმატება, 22 დეკემბერი 2013 წელი, ქალაქი  რუსთავი, ქარელის  პირველმა  საჯარო სკოლამ  მეორე საპრიზო  ადგილი  დაიკავა << მხიარულ  სტარტებში>>

No comments:

Post a Comment